მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილი: ქარტია არის ის, რაც ყველაზე მეტად აერთიანებს ოპოზიციურ პარტიებს

სალომე ზურაბიშვილი: ქარტია არის ის, რაც ყველაზე მეტად აერთიანებს ოპოზიციურ პარტიებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული ქარტია არის ერთობის ინსტრუმენტი. მისივე თქმით, ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების გარეშე, რომელიც მოიცავს სასამართლოს, ანტიკორუფციულ ქმედებებს და საარჩევნო გარემოს, ქვეყანა წინ ვერ წავა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიური დაპირებების ნაცვლად, „შიშის, მუქარის, რევანშის დაპირებისგან შედგება“.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტექნიკური მთავრობა პარტიებთან კონსულტაციებით უნდა შეიქმნას და არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend