მთავარიმსოფლიოევროპარა დრო სჭირდებათ ევროპელებს სამსახურში მისასვლელად

რა დრო სჭირდებათ ევროპელებს სამსახურში მისასვლელად

ევროკავშირის სტატისტიკის ოფისის „ევროსტატის“ მონაცემების მიხედვით, ევროპელებს სამსახურამდე მისასვლელად გარკვეული დრო სჭირდებათ.

ევროკავშირში, რომელიც 27 წევრი სახელმწიფოსგან შედგება, 2019 წელს 15-74 წლის დასაქმებული ადამიანებისთვის გადაადგილების საშუალო დრო 25 წუთი იყო.
ყველაზე მეტ დროს, 33 წუთს, ლატვიაში კარგავენ. ლატვიას მოჰყვება უნგრეთი და ლუქსემბურგი, სადაც დასაქმებულები ტრანსპორტით გადაადგილებას საშუალოდ 29 წუთს ანდომებენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობის მგზავრობის დრო 24-დან 28 წუთამდე მერყეობს.

ისლანდია იმ გამორჩეულ ქვეყნებს შორის არის, სადაც მოსახლეობას გადაადგილებისთვის მხოლოდ 15 წუთი სჭირდება.

სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სამსახურამდე მისვლა უფრო მცირე დროშია შესაძლებელი, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის მოქალაქეს კი ამისთვის 25-27 წუთი აქვს გათვლილი.

მგზავრობის დროს ზოგადად სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების ურბანული სტრუქტურა და გეოგრაფიული მახასიათებლები განსაზღვრავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend