მთავარიმსოფლიოევროპამეცნიერები ევროპაში გახშირებულ წყალდიდობებს კლიმატის ცვლილებით ხსნიან

მეცნიერები ევროპაში გახშირებულ წყალდიდობებს კლიმატის ცვლილებით ხსნიან

მეცნიერების აზრით,  ექსტრემალური წყალდიდობები, რომლებმაც ბოლო კვირებში ცენტრალური ევროპის ნაწილი დააზარალა, სავარაუდოდ, დედამიწის ტემპერატურის მატებასთან ერთად გახშირდება.

ავსტრიელი ექსპერტი კლიმატის საკითხებში ამბობს, რომ მოვლენები, რომლებიც ყოველ ას წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ახლა ყოველ 80-90 წელიწადში ერთხელ იქნება მოსალოდნელი.

ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობამ, რომელიც ქარიშხალმა „ბორისმა“ გამოიწვია, გაანადგურა სახლები და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა. დაიღუპა ათეულობით ადამიანი.

გასულ შაბათ-კვირას ქვემო ავსტრიის სანქტ-პელტენის რაიონში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც ჯამში 8-9 თვის ნალექის რაოდენობას გადააჭარბა.

,, დედამიწა თბება.  ეს ნიშნავს, რომ ჰაერი შეიცავს მეტი წყლის ორთქლს, შესაბამისად, ნალექიც უფრო ინტენსიური იქნება. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცენტრალური ევროპის ზემოთ მთელი ტერიტორია, როგორც ოკეანეები, ისე ხმელეთი, ახლა ორი-სამი გრადუსით თბილია პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით. ეს კი ადამიანის საქმიანობითა და  სათბურის აირების გამოყოფით არის გამოწვეული, რაც, თავისთავად,  უარყოფითად მოქმედებს კლიმატზე. შედეგად, არა მხოლოდ ნოტიო ხმელთაშუა ზღვის ჰაერის მასები, არამედ ცივი, პოლარული ჰაერის მასებიც ორი-სამი გრადუსით თბილია და, შესაბამისად, 7%-ით მეტი წყლის ორთქლს შთანთქავს დათბობის ხარჯზე. ეს ნიშნავს, რომ ჰაერის მასებს, პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით, ახლა 15-იდან 20%-მდე მეტი წყლის ორთქლის შთანთქმა შეუძლიათ” – განაცხადა ავსტრიელი ექსპერტმა კლიმატის საკითხებში მარკ ოლეფსმა.

ვარაუდობენ, რომ ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის აღდგენას მილიარდ ევროზე მეტი დასჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend