მეორე წელია, ბრიტანელი ჰოლი ტეილორ ცუნცი ოქსფორდში ქართულ მრავალხმიანობას ასწავლის. მან საქართველოში პირველად შვიდი წლის წინ იმოგზაურა და ქართულ ფოლკლორს გაეცნო.
რამდენიმეწლიანი სწავლის შემდეგ კი 2022 წელს ჰოლიმ ოქსფორდში ქართული მრავალხმიანობის გუნდი დააარსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს თავისი გამოცდილება გაუზიარა. ის ამბობს, რომ ქართული ფოლკლორი მომღერლებს შორის განსაკუთრებულ კავშირს ქმნის და ეს მუსიკა მათ სხეულსა და გონებაზე დადებით გავლენას ახდენს.
ჰოლი ტეილორ ცუნცის თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ განსაკუთრებული მუსიკალური კულტურით გამოირჩევა.