მთავარისაქართველოევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის დელეგაცია ორი დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს საქართველოში. დელეგაციის წევრები შეხვდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, რომელთა მუშაობასაც აქვს გავლენა წინასაარჩევნო გარემოზე, მათ შორის, ანტიკორუფციული საბჭოს დირექტორსა და ცესკოს თავმჯდომარეს. ასევე დელეგაციის წევრები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს მმართველი და ოპოზიციური პარტიებიდან.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და საარჩევნო მოლოდინი, აგრეთვე, ისაუბრეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის საქმიანობასა და გეგმებზე”, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

ოპოზიციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს წინასაარჩევნო გარემოსა და უკვე გამოვლენილი დარღვევების შესახებ.

ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვედრები საჯაროდ ჯერ არ შეუფასებიათ, თუმცა როგორც ცნობილია, განცხადებას გაავრცელებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend