მთავარისაქართველოევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრები ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრებს გამართავენ

ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრები ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრებს გამართავენ

საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტით საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექვსკაციანი დელეგაცია სტუმრობს. 

ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს. როგორც ცნობილია, შეხვედრა დღეს დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

თბილისში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს.

ასევე შეხვედრებია დაგეგმილი კომუნიკაციების კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან. დელეგაციის სრული შემადგენლობა 26 ოქტომბერს, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend