22 სექტემბერს თბილისში პროგრამა UCMAS-ის ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა. ღონისძიებაზე მონაწილე ბავშვები ერთმანეთს გონებრივი არითმეტიკისა და აბაკუსის გამოთვლის უნარებში შეეჯიბრნენ.
UCMAS ეს არის მენტალური არითმეტიკის სისტემის უნივერსალური კონცეფცია, რომელიც 4-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებს მათემატიკური და კოგნიტიური უნარების განვითარებაში ეხმარება. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში UCMAS-ის ფრენჩაიზის მფლობელმა საქართველოში საჰარ ჰარბიმ ისაუბრა.