მთავარიევროპათურქეთითურქეთს სურს, გერმანიაში ქაბაბის მომზადებაზე რეგულაციები დაწესდეს

თურქეთს სურს, გერმანიაში ქაბაბის მომზადებაზე რეგულაციები დაწესდეს

მალე შესაძლოა, გერმანიაში ქაბაბი მხოლოდ თურქული, ტრადიციული რეცეპტით მომზადდეს – ამის შესახებ თურქეთის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკომისიას მიმართა. 

თურქეთში მიაჩნიათ, რომ ქაბაბსაც სწორედ ისეთი წოდება უნდა ჰქონდეს, როგორიც მაგალითად, ნეაპოლიტანურ პიცასა და ესპანურ ლორს, „ხამონს“ აქვს. ამან კი შესაძლოა, გერმანიაში ქაბაბის გაყიდვების რაოდენობა შეამციროს.

ქაბაბის მაღაზიის მფლობელები გერმანიაში შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ თურქეთის მიერ შემოთავაზებული რეგულაცია ქაბაბს მრავალფეროვნებას დაუკარგავს, რაც ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევს. ამ თემაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ელიან.

„ქაბაბი არის კერძი, რომელიც გერმანიაში 50-60 წლის წინ დამკვიდრდა. ეს გერმანიაში ყველაზე პოპულარული კერძია. მე ვფიქრობ, რომ ბერლინის ქუჩებიდან დაწყებული გერმანიის კანცლერით დამთავრებული, ყველა ქაბაბს მიირთმევს ამ ქვეყანაში“,- ამბობს ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი დენის ბუშლოზი.

ამ თემაზე ევროკომისია გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს. გერმანიაში ამბობენ, რომ ქაბაბის მომზადების მრავალფეროვნება უნდა შენარჩუნდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend