მთავარისაქართველოშუქრუთელების პროტესტი პარლამენტთან გრძელდება

შუქრუთელების პროტესტი პარლამენტთან გრძელდება

არაფერი შეცვლილა შუქრუთის მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც უკვე ორი  კვირაა საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის რამდენიმე მონაწილე კვლავ შიმშილობს –  ზოგმა  პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა. ისინი ითხოვენ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც მათივე თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად მიადგა მათ საცხოვრებელ სახლებსა და სოფელს…  ითხოვენ სახელმწიფოს  ჩართულობას ამ საქმეში, თუმცა დემონსტრანტების ცნობით,  ხელისუფლებიდან მათ არავინ გამოხმაურებია.

“ინგრევა, რაც შემორჩა მას მომავალშიც იგივე პერსპექტივა აქვს და ასე ნელ-ნელა ეტაპობრივად მიწასთან სწორდება ყველაფერი. წელს მეზობელ სოფელში განახლდა სწავლა, სკოლის მოსწავლეებმა შუქრუთის სკოლის კარი ვერ შეაღეს, რადგან შენობა ამორტიზებულია და დემონტაჟს ექვემდებარება, როგორ სამხარაულის ექსპერტიზამ განაცხადა, შემოწმების შემდეგ. ყველაფერი ახალი გვაქვს, დაახლოებით სამი წელია, რაც ბეტონის გზა დაიგო, მაგრამ უკვე ეტყობა ბზარები, ახალი გვაქვს სკოლაც, 2008 წელს გვაქვს აგებული ეკლესია, თუმცა „ჯორჯიან მანგანეზმა“ თავისი ხელი ყველაფერს დაატყო, მშობლები მყავს გარდაცვლილი და მათაც კი შეეხოთ სამწუხაროდ ამ არასწორი მოპოვების კვალი“, – ამბობს სოფელ შუქრუთის მცხოვრები ეთერ გაფრინდაშვილი“

„ნუთუ არავინ არის ისეთი, რომ დაინტერესდეს ჩვენით, შიმშილობენ ბიჭები… ამდენი ხანი, არავინ გვეხმიანება. ვინგრევით, გვანგრევს „ჯორჯიან მანგანეზი“ და ამის გამოა ჩვენი პროტესტი, შეგვიმოწმონ სახლები, შეგვიფასონ, როგორც კანონითაა გათვალისწინებული. შეგვიფასონ ნორმალურად და არა მიზერული ფასებით. იმათი აუდიტია, როგორც უნდა ისე ადგენენ ფასებს, რაც კი შეგვიფასეს იმასაც არ გვაძლევენ, რომ მიწა ვიყიდოთ ან რამე გავაკეთოთ“, – ამბობს სოფელ შუქრუთის მცხოვრები ზოია ფოფხაძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend