მთავარისაქართველო„საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს" - IDFI

„საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს” – IDFI

„საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37 400-მდე კომპანია” – ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაშია” ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საქართველოში რუსმა მიგრანტებმა დაიწყეს შემოსვლა. მათივე ცნობით, რუსული მსხვილი კომპანიები გვხვდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, მრეწველობაში, სათამაშო ბიზნესში და ა.შ.

IDFI აღნიშნავს, რომ ორმაგი მოქალაქეების თანამონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში სრულყოფილად არაა წარმოდგენილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend