მთავარიევროპაკვიპროსიკვიპროსი 2028 ან 2030 წლისთვის ევროკავშირის ელექტროენერგიის ქსელთან შეერთებას გეგმავს

კვიპროსი 2028 ან 2030 წლისთვის ევროკავშირის ელექტროენერგიის ქსელთან შეერთებას გეგმავს

კვიპროსი იმედოვნებს, რომ 2028 ან 2030 წლისთვის ევროკავშირის ელექტროენერგიის ქსელს შეუერთდება. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ კვიპროსმა და საბერძნეთმა სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას მიაღწიეს. ორივე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა ხელშეკრულებას ხელი ათენში მოაწერეს.

კვიპროსის ელექტროსისტემა კუნძულ კრეტას დაუკავშირდება, ხოლო შემდეგ ხმელთაშუა ზღვის გავლით კონტინენტურ საბერძნეთს, საიდანაც უკვე დანარჩენ ევროპას. პროექტის განსახილველად მომდევნო კვირაში ერთმანეთს კვიპროსის, საბერძნეთისა და საფრანგეთის ლიდერები შეხვდებიან. პროექტის საბოლოო მიზანი კვიპროსის ენერგეტიკული იზოლაციიდან გამოყვანა და საბერძნეთის მწვანე ენერგიის სატრანზიტო ჰაბად გადაქცევაა.

კვიპროსის ენერგეტიკის მინისტრი საუბრობს ინტერვიუს დროს ენერგეტიკის სამინისტროში, ნიქოზია, კვიპროსი Copyright AP Photo/Petros Karadjias

ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმების მიღწევა გამოწვევა აღმოჩნდა. კამათის საგანი გახდა საერთო ხარჯების, პასუხისმგებლობისა და სარგებლის საკითხები. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები მაინც შედგა. კაბელი ერთმანეთს დააკავშირებს ევროპის კონტინენტსა და კვიპროსს, მოგვიანებით – ისრაელს. პროექტის ღირებულება 1.9 მილიარდი ევროა. ევროკავშირი პროექტისთვის 657 მილიონ ევროს დაფინანსებას გამოყოფს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend