მთავარიაზიაისრაელიისრაელის ავაიერიშის საპასუხოდ „ჰეზბოლამ“ 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

ისრაელის ავაიერიშის საპასუხოდ „ჰეზბოლამ“ 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

ლიბანის „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე საერთაშორისო თანამეგობრობა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვს. როგორც ვარაუდობენ, „ჰეზბოლას“ თავდასხმა ისრაელის მიერ ბეირუთზე ავიაიერიშსა და „ჰეზბოლას“ მეთაურების მკვლელობას მოჰყვა.

კირიატ ბიალიკის მცხოვრებნი უყურებენ ლიბანიდან დაბომბვის შედეგად დაზიანებულ შენობებს, ჩრდილოეთ ისრაელი, 22 სექტემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Ariel Schalit

ევროკავშირის დიპლომატი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში, პლატფორმა იქსზე, წერს, რომ იგი შეშფოთებულია „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის მზარდი დაძაბულობის გამო. ბორელი მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ლიბანის დედაქალაქში „ჰეზბოლას“ მებრძოლების დაკრძალვას დაჯგუფების ასობით მხარდამჭერი დაესწრო.

„ჰეზბოლას“ ლიდერის მოადგილემ ნაიმ ქასემმა საჯარო შეკრებაზე განაცხადა, რომ მისი ჯგუფი ისრაელთან ბრძოლაშია ჩართული. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას მიიღებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend