მთავარისაქართველო„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზუგდიდში მოქალაქეებს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზუგდიდში მოქალაქეებს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ზუგდიდში, სადაც ისინი მოქალაქეებს შეხვდნენ და სიტყვით მიმართეს. მათი განცხადებით, 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც საქართველო ევროპულ პერსპექტივას დაიბრუნებს. მათ ასევე ისაუბრეს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილეს იმ დადებით მხარეებზე, რომლებიც თან სდევს პროცესს.

„ეს იყო ივანიშვილის „ქართული ოცნების“ შიშის გამოვლენა მაშინ, როდესაც ჩვენი მხარდამჭერები ევროკავშირის პასპორტს არიგებდნენ ზუგდიდში, საქართველოს ევროკავშირის პასპორტს, ჩვენს პროგრამას თუ როგორი იქნება საქართველო მას შემდეგ, რაც მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის ამაყი, ღირსეული წევრი. ამ დროს აკვარიუმით მოსიარულე დამფრთხალი ივანიშვილი, რომელსაც გარწმუნებთ, რომ სულ მალე ამერიკული ფინანსური სანქციები ელოდება, ცდილობს, საქართველოს უახლეს ისტორიის რუსულად გადაწერას და ქართველ ხალხს ოკუპანტის წინაშე ბოდიშის მოხდას სთხოვს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend