მთავარიმსოფლიოNATO„უკრაინა NATO-სთან ისეა ახლოს, როგორც არასდროს” - იენს სტოლტენბერგი

„უკრაინა NATO-სთან ისეა ახლოს, როგორც არასდროს” – იენს სტოლტენბერგი

NATO-ს მეცამეტე გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში, რომელიც მის ათწლიან მოღვაწეობას ეხებოდა, განაცხადა, რომ უკრაინა ნატოსთან ახლოსაა ისე, როგორც არასდროს ყოფილა.

მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ძალა არის დიალოგის წინაპირობა.

„მე არ მჯერა, რომ ჩვენ პუტინის აზროვნება შევცვალეთ, მაგრამ მე ძლიერ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მისი გეგმები უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებით. ჩვენ შეგვიძლია პუტინს გავაგებინოთ, რომ ის ვერ შეძლებს ძალის გამოყენებით იმის მიღებას, რაც სურს და ვაიძულოთ შეეგუოს, რომ უკრაინას აქვს უფლება, განაგრძოს არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალური მდივანი თანამდებობას თვის ბოლოს დატოვებს და პირველი ოქტომბრიდან მის ადგილს ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე დაიკავებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend