მთავარიმსოფლიორუსმა სამხედროებმა ხარკივის სამ რაიონზე დრონებით იერიში მიიტანეს

რუსმა სამხედროებმა ხარკივის სამ რაიონზე დრონებით იერიში მიიტანეს

რუსმა სამხედროებმა უკრაინაზე, კერძოდ, ხარკივის სამ რაიონზე მიიტანეს იერიში. დანგრეულია კერძო სახლები და შენობები. ტყის მასივში კი ხანძარი გაჩნდა. ერთ-ერთ რაიონში ბომბი სკოლასა და საბავშვო ბაღს შორის ჩამოვარდა.

ხარკივის მკვიდრი ვალენტინა იხსენებს, რომ დაახლოებით 5 საათზე ცაში რაღაც განათდა. შემდეგ აფეთქების ხმა გაისმა. ჩაიმსხვრა მინები. მათ სწრაფად ჩაიცვეს, აიღეს დოკუმენტები და გამოიქცნენ გარეთ, სადაც ხალხი იყო შეკრებილი.

ზაპორიჟიის 12 დასახლებაში მოსახლეობა რუსების თავდასხმების შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი მოქალაქე, 2 კი – დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს კადრებს, როგორ ესხმიან თავს დრონებით რუსები უკრაინელთა სამხედრო აღჭურვილობასა და თხრილებს.

ამავდროულად, პეტრე დიდის ყურის მახლობლად გრძელდება რუსეთის სანაპირო დაცვისა და ჩინელი კოლეგების ერთობლივი წვრთნები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend