მთავარიმსოფლიოკავკასიაკადიროვის „ტესლა” გაფუჭდა

კადიროვის „ტესლა” გაფუჭდა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი „ტესლას“ დამფუძნებელს ადანაშაულებს ახალშეძენილი Tesla Cybertruck-ის დისტანციურად გამორთვაში.

კადიროვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც Cybertruck-ს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მართავს. ჩეჩნეთის ლიდერი ირწმუნებოდა, რომ „ტესლას“ ახალი მანქანა მასკის საჩუქარი იყო და ის სულ მალე უკრაინის საბრძოლო ზონაში რუსული ჯარების დასახმარებლად გაიგზავნებოდა.

კადიროვის ვიდეოს სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარები მოჰყვა, ნაწილი ილონ მასკს აკრიტიკებდა გაკეთებული „საჩუქრის“ გამო, ნაწილის კი, კადიროვის არ სჯეროდა.

მალევე „ტესლას“ დამფუძნებელმა უარყო რამზან კადიროვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

„ილონ მასკი ცუდად მოიქცა. მან ჯერ მთელი გულით მიბოძა ეს უძვირფასესი საჩუქარი, შემდეგ კი, დისტანციურად გამოიყვანა მწყობრიდან. ეს არაკაცური საქციელი იყო. ეს როგორ გააკეთე, ილონ?“, – წერს რამზან კადიროვი Telegram-ის არხზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend