მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში წყალდიდობას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ევროპის ქვეყნებში წყალდიდობას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ძლიერმა წვიმებმა ევროპის ქვეყნებში წყალდიდობა გამოიწვია. მოქალაქეები იძულებული არიან, დატოვონ თავიანთი სახლები. განსაკუთრებით რთულია ვითარება ჩრდილოეთ იტალიაში, საიდანაც 1000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, შენობის ზედა სართულებზე ავიდნენ, ან სკოლებსა და სპორტულ დარბაზებს შეაფარონ თავი.

ბოლო დღეებში ცენტრალური ევროპის ნაწილში ექსტრემალურ ამინდს 24 ადამიანი ემსხვერპლა.

წყალდიდობაა პოლონეთსა და ჩეხეთშიც. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ორი ქვეყნის ერთმანეთთან მოსაზღვრე რაიონებში. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

რთული ვითარებაა პოლონეთში. მდინარეების ადიდების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ავსტრიაში ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობაა, პორტუგალიაში – ხანძრები. როგორც ევროკავშირის სათავო ოფისში ამბობენ, ეს კლიმატის ცვლილების შედეგია და ის აუცილებლად იქცევა ნორმად, თუ დროულად არ მიიღებენ შესაბამის ზომებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend