მთავარიკუბიარაოფიციალური პოლიტიკური კამპანია „ფეისბუკზე"

არაოფიციალური პოლიტიკური კამპანია „ფეისბუკზე”

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) წარადგინა ანგარიში, რომელიც შეეხება „ფეისბუკზე” არსებულ არაოფიციალურ პოლიტიკურ კამპანიებს. ანგარიშში წარმოდგენილია იმ ანონიმური გვერდების აქტივობა, რომლებიც „ფეისბუკის” მეშვეობით ჩართულია პოლიტიკური კამპანიის წარმოებაში. ანგარიში ჩატარებულია მიმდინარე წლის 1 ივნისისა და 31 ივლისის ჩათვლით.

მონიტორინგის ძირითადი მიგნებების მიხედვით, „ფეისბუკზე” ქართული ანონიმური გვერდების რაოდენობა და მათი აქტივობა საგრძნობლად შემცირებულია. ანგარიშში განხილულია როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის მადისკრედიტებელი გვერდები. ანონიმურად მოქმედ გვერდებზე გამოწვევად რჩება განთავსებული რეკლამების სპონსორების გაუმჭვირვალობა. პლატფორმის მხრიდან დაწესებული ვალდებულების მიუხედავად, გვერდები ტექნიკურად არიდებდნენ თავს რეკლამების რეალური დამფინანსებლების ვინაობის გამხელას, გვერდების ფორმალური დასახელების მითითებით.

კვლევაზე უფრო დეტალურად ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „სამართლიანი არჩევნების” უფროსმა მკვლევარმა შოთა ნარსიამ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend