უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მებრძოლებს, რომლებიც უკრაინის შორ მანძილზე მოქმედ შესაძლებლობებს იყენებენ. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა წუხელ რუსეთის ტერიტორიაზე, საბრძოლო მასალის საწყობზე მიტანილ იერიშს. საწყობში სხვადასხვა ტიპის რაკეტა და საბრძოლო მასალა ინახებოდა. უკრაინის ლიდერის თქმით, სწორედ ასე ქმედებები ასუსტებს მტერს.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის გასამარჯვებლად გეგმა უკვე მზად არის და მის განსახორციელებლად ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მონდომებაა.
ამავდროულად, რუსეთს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიისა და საზღვაო ძალების მოდერნიზაციის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, იწყება არმიისა და საზღვაო ძალების ყოვლისმომცველი გადაიარაღების პროგრამა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსი მებრძოლები მიიღებენ არა ერთეულ, არამედ თანამედროვე მაღალი სიზუსტის იარაღსა და ჯავშანტექნიკის, ავიაციის, მტრის აღმოჩენისა და კონტრსაარტილერიო, ასევე კონტროლისა და საკომუნიკაციო სისტემების სერიულ ნიმუშებს.
რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამ აღჭურვილობის ეფექტური გამოყენებისთვის უნდა აიყვანოს მაღალკვალიფიციური პირები, რომლებიც მზად არიან, იმუშაონ ამ ტექნოლოგიებთან.