მთავარისაქართველოგიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება

გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, დღეს, 19 სექტემბერს, დამთავრდება. მხარეებს შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოლაპარაკებები გუშინ, 18 სექტემბერს, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა, გარკვეული შეთანხმება შედგა, თუმცა დარჩენილია რაღაც საკითხები, რომლებზეც მოლაპარაკებები დასასრულებელია. მისივე თქმით, გარკვეული შეთანხმებები შედგა, მათ შორის, აქამდე პრობლემური პარიტეტის საკითხზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძემაც. მისი განცხადებით, მოლაპარაკების გაჭიანურება თანამდებობისა და საარჩევნო სიების განაწილებასთან დაკავშირებული არ არის. მისივე განმარტებით, მთელი ეს პროცესი ერთი რამისკენ არის მიმართული, რომ საქართველო დაადგეს ევროპის გზას.

16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიების ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად ორბელიანების სასახლეში მიიწვია. მხარეები ერთმანეთს პირველად 17 სექტემბერს შეხვდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend