კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უზბეკეთისთვის პრიორიტეტული საკითხია. “ისლამური ცივილიზაციის ცენტრი”, რომელიც ტაშკენტში შენდება, კულტურისა და მეცნიერების ჰაბი იქნება, რომელიც სწორედ კულტურულ მემკვიდრეობას დაეთმობა. ამ გლობალური მნიშვნელობის მქონე პროექტში საერთაშორისო დონის მეცნიერებიც მონაწილეობდნენ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უზბეკეთისთვის პრიორიტეტული საკითხია. “ისლამური ცივილიზაციის ცენტრი”, რომელიც ტაშკენტში შენდება, კულტურისა და მეცნიერების ჰაბი იქნება, რომელიც სწორედ კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე იმუშავებს. ამ გლობალური მნიშვნელობის მქონე პროექტში მონაწილეობის მისაღებად მეცნიერები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან.
სწორედ „ისლამური ცივილიზაციის ცენტრის“ პროექტი, რომელიც პრეზიდენტ შავკათ მირზიიოევის ინიციატივით დაიწყო, იყო განხილვის მთავარი საგანი სამარყანდში ჩატარებული მერვე საერთაშორისო კონგრესისა, სახელწოდებით – „დიდი წინაპრების მემკვიდრეობა: მესამე რენესანსის საფუძველი.“
ნატალი ბონდილი, არაბული სამყაროს ინსტიტუტის მუზეუმისა და გამოფენების დირექტორი:
“ტაშკენტის მიერ ინიცირებული პროექტის მნიშვნელოვანი მხარე არის მისი ამბიცია, რომელიც მიზნად ისახავს უზბეკეთის დიდი ისტორიის აღიარებას და მიწოდებას როგორც საკუთარი ხალხისთვის, ისე უცხოელი აუდიტორიისთვის. საუბარი არ არის მხოლოდ უზბეკეთსა თუ შუა აზიაზე, არამედ ყველაფერზე, რაც კი ამ ცივილიზაციამ შექმნა თავისი დიდებული მრავლფეროვნების დამსახურებით“.
კონგრესის ფარგლებში მეცნიერებმა წარადგინეს პროექტები ტაშკენტში მდებარე ცენტრისთვის. ერთი მათგანი მიუძღვნეს ქალაქ ახსიკეტს, რომელიც ერთ დროს მნიშვნელოვანი ჰაბი იყო აბრეშუმის გზაზე. ამ ქალაქში აღმოჩენილია მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ იქ მე-9- მე-12 საუკუნეებში ძალიან მაღალი ხარისხის ფოლადს აწარმოებდნენ და ამ საქონლით ვაჭრობდნენ კიდეც. პროექტი „ვერიტასი“ ახსიკეტის სამცნიერო სამგანზომილებიან ფორმატში რეკონსტრუქციის წინადადებით გამოდის.
“ამის შედეგად ისეთი განცდა გექნებათ, თითქოს მე-9-მე-12 საუკუნეების ახსიკეტში დააბიჯებთ,“ – განმარტავს მეგნა დესაი, კვიპროსის ინსტიტუტის მკვლევარი. „ირგვლივ გაშლილი იქნება ბაზრები, სადაც ლითონების ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი. ახსიკეტის აღდგენას მეცნიერებისა და ტექნოლოგიის შეთანხმებული მუშაობა დასჭირდება“.
კიდევ ერთი წამყვანი პროექტია ფაქსიმილიების ალბომი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ყურანის უძველესი ხელნაწერების ზუსტი ასლები, რომელთა კალიგრაფიის ისტორიაც ათას წელზე მეტს ითვლის.
ალექსანდერ ვილჰელმი, გამომცემლობა Mueller & Schindler Publishers-ის ვიცე-პრეზიდენტი:
“ამ წიგნში ყურანის 114 ხელნაწერიდან ოთხ-ოთხი გვრედია შესული. აქ ნახავთ ძალიან ძველი ლურჯი ყურანის გვერდებსაც, რომელიც მე-8-მე-9 საუკუენეებით თარიღდება. კიდევ ერთი ყურანი ჰერათში მე-16 საუკუნეში შეიქმნა. ასე რომ, ეს წიგნი ყურანის ხელნაწერების შესანიშნავ ისტორიას გვთავაზობს“.
ისტორია და ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში შემოინახა მაქომის მუსიკალურმა ჟანრმა – ეს უზბეკეთის კულტურის კიდევ ერთი განძია. ეს მუსიკოსები სამარყანდში ცნობილ მუსიკალურ ფესტივალში „შარქ ტარონალარიში“ “ მონაწილეობის მისღებად ჩამოვიდნენ.
“ჩვენი მაქომი ითვლება მუსიკალური კულტურის მემკვიდრეობის ნიმუშად, რომელშიც ასახულია ჩვენი ღირებულებები, ტრადიცია და წეს-ჩვეულებები, ასევე ჩვენი შინაგანი განცდები,“ – ამბობს ზიოჯონ რუზიმოვი, Maqom Band-ის დირექტორი.
ფესტივალ „შარქ ტარონალარის“ (Sharq Taronalari) სახელწოდება ითარგმნება, როგორც „აღმოსავლეთის მელოდიები“. ამ მერვე საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეები 80 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ფესტივალის ერთ-ერთი მთავრი მიზანი ეროვნული მუსიკალური ხელოვნების, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უზბეკეთისთვის პრიორიტეტული საკითხია. უდავოა, რომ ეს მემკვიდრეობა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი საგანძურია.
ავტორი: გალინა პოლონსკაია