მთავარიაზიალიბანიგაიზარდა ლიბანში პეიჯერების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა

გაიზარდა ლიბანში პეიჯერების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ პეიჯერების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა 12-მდე, მათ შორის ორი ბავშვია და რამდენიმე ჯანდაცვის მუშაკი.

ბეირუთში გამართულ ბრიფინგზე საუბრისას ფირას აბიადმა თქვა, რომ დაჭრილია დაახლოებით 1750 პირი, რომელთაგან ორ მესამედს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. დაშავებულთა შორისაა ირანის ელჩი ლიბანში.

გუშინ საღამოს, 17 სექტემბერს, დისტანციური თავდასხმის დროს „ჰეზბოლას” ასობით წევრის მიერ გამოყენებული პეიჯერები თითქმის ერთდროულად აფეთქდა ლიბანსა და სირიაში.

ფირას აბიადის თქმით, ინციდენტის მასშტაბები ბევრად აღემატება 2020 წელს ბეირუთის პორტში მასიური აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობას.

ე.წ. პეიჯერებით თავდასხმამ და იმ ფაქტმა, რომ მომხდარში „ჰეზბოლამ” ისრაელი დაადანაშაულა, გაზარდა საფრთხე, რომ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის კონფლიქტი ყოვლისმომცველ საბრძოლო მოქმედებებში გადაიზრდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend