მთავარიამერიკააშშტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილს, შესაძლოა, ორი სხვადასხვა მუხლით წაუყენონ ბრალი

ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილს, შესაძლოა, ორი სხვადასხვა მუხლით წაუყენონ ბრალი

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს, რაიან რუთს, სავარაუდოდ, ორი სხვადასხვა მუხლით წაუყენებენ ბრალს, რომელთაგან პირდაპირ არცერთი არ უკავშირდება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ეხება. თუმცა გამოძიების ფარგლებში შესაძლოა დამატებითი ბრალდებებიც გაჩნდეს. რაინ რუთთან კავშირს უარყოფენ უკრაინელი სამხედროები და საერთაშორისო ლეგიონის წარმომადგენლები.

Associated Press-ის ჟურნალისტ ტერი სპენსერის თქმით, პირს, რომელიც ეჭვმიტანილია დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში, შესაძლოა, ორი მუხლით წაუყენონ ბრალი. თუმცა არცერთი არ არის პირდაპირ კავშირში მკვლელობის მცდელობასთან. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების გამოა დაწყებული. მას 20 წლის წინ ჩრდილოეთ კაროლინაში პოლიციასთან მომხდარი ინციდენტის დროს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც წაშლილი ჰქონდა სერიული ნომერი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიების ფარგლებში შესაძლოა დამატებითი ბრალდებები გაჩნდეს. მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ეჭვმიტანილს მტკიცე პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა, მათ შორის, უკრაინასა და ჩინეთზე.

რუთმა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე თავისი პოსტებით არაერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინას.

იგი, სავარაუდოდ, ჩართული იყოს ასევე რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო მოხალისეების მოზიდვის სქემაში. უკრაინელი სამხედროები და საერთაშორისო ლეგიონის წევრები გმობენ რუთის ქმედებებს და მასთან რაიმე კავშირს უარყოფენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend