მთავარისაქართველოპრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს ბიზნესზე წნეხი არ არსებობს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს ბიზნესზე წნეხი არ არსებობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2012 წლამდე 10 000-მდე შემთხვევა იყო მხოლოდ ისეთი, როდესაც ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს საკუთარი ქონება, 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული.

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ან ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა, ან ჩვენი ბიზნესმენები აღარ არიან ისეთი გულკეთილები, როგორებიც იყვნენ 2012 წლამდე.

საქართველოს პრემიერის თქმით, დღეს არავითარი წნეხი ბიზნესზე არ არსებობს, პირიქით, ხელისუფლება მაქსიმალურად არის მონდომებული, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend