მთავარიევროპაიტალიაიტალიაში უკანონო მიგრაცია გასულ წელთან შედარებით 60%-ით შემცირდა

იტალიაში უკანონო მიგრაცია გასულ წელთან შედარებით 60%-ით შემცირდა

იტალიის ხელისუფლება ძალას არ იშურებს უკანონო მიგრაციის პრობლემის აღმოსაფხვრელად. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი მიგრანტების რაოდენობის შემცირებაში მიღწეული პროგრესისთვის შეაქო. კირ სტარმერი იტალიელ კოლეგას შეხვდა რომში, სადაც მოლაპარაკებები გამართა მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად.

„თქვენ მიაღწიეთ საოცარ პროგრესს ქვეყანაში უკანონოდ ჩამოსული მიგრანტების შესამცირებლად. შედეგად, 2022 წლიდან იტალიაში მათი რაოდენობა 60%-ით შემცირდა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა.

წელს საფრანგეთიდან ბრიტანეთის სანაპიროებზე 22 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. იტალიაში კი გემით ჩასული მიგრანტების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 2023 წელთან შედარებით, 60%-ითაა შემცირებული. ამის შესახებ იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ჯორჯა მელონის თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერი დაინტერესებულია იტალია-ალბანეთის შეთანხმებითაც.

„რაც მთავარია, არ უნდა გვეშინოდეს ახალი გადაწყვეტილებების მიღებისა. უკვე ვისაუბრეთ იტალია-ალბანეთის შეთანხმებაზე, რომელიც, ჩვენი აზრით, ერთგვარი გამოსავალია და რომლის მიმართაც დიდ ინტერესს იჩენს ბრიტანეთის მთავრობა. ჩვენს კოლეგებს გავუზიარეთ ყველა ის მექანიზმი, რომლებიც იტალიის მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებს უკავშირდება და რომლებმაც ქვეყანაში მიგრაციული ნაკადის შემცირება გამოიწვია“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონმა.

სტარმერი რომს მას შემდეგ ეწვია, რაც საფრანგეთის სანაპიროსთან რვა მიგრანტი დაიღუპა. ისინი ინგლისის არხის ლა-მანშის გადაკვეთას ცდილობდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend