მთავარიკუბიFacebook-ის პრაქტიკული გზამკვლევი - როგორ ვმართოთ სოციალური მედია

Facebook-ის პრაქტიკული გზამკვლევი – როგორ ვმართოთ სოციალური მედია

წლებთან ერთად სოციალური მედია ადამიანებისთვის იქცა საკუთარი თავის გამოხატვისა და გარე სამყაროსთან ურთიერთობის უმთავრეს ინსტრუმენტად. მას იყენებენ, როგორც საკუთარი თავის, ასევე ბიზნესისა თუ ორგანიზაციის წარმოსაჩენად.

სოციალური მედიის მოხმარება განსაკუთრებით გაიზარდა 2020 წელს, როდესაც მსოფლიოში კოვიდ 19-ის პანდემია მძვინვარებდა. სოციოლოგების აზრით, უფრო მეტად მაშინ გამოჩნდა, თუ როგორ მოქმედებს სოციალური მედია ადამიანის მსოფლმხედველობაზე, თვითშეფასებაზე, გუნება-განწყობასა და ქცევაზეც კი.

„სოციალური მედიის ეფექტური მართვა: Facebook-ის პრაქტიკული გზამკვლევი” – ამ წიგნზე იმუშავა საგანმანათლებლო ცენტრის ამერიკული აკადემიის დამფუძნებელმა და ევროპის კულტურის პარლამენტის წევრმა ნათია სირაბიძემ. მისი თქმით, წიგნი ეყრდნობა მანამდე ჩატარებულ კვლევებს, რომლებითაც გამოვლინდა, რომ საქართველოში მომხმარებლების დიდ ნაწილს ფეისბუკი აბედნიერებს მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვა კვლევები ზოგიერთ ქვეყანაში აჩვენებს, რომ სოციალური ქსელი ადამიანებში უფრო მეტად ზრდის სტრესს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend