მთავარიმსოფლიოევროპავიქტორ ორბანმა წყალდიდობის გამო ყველა საერთაშორისო ვალდებულება გააუქმა

ვიქტორ ორბანმა წყალდიდობის გამო ყველა საერთაშორისო ვალდებულება გააუქმა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სტრასბურგის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილი გამოსვლა გააუქმა. გამოსვლა თავდაპირველად ივლისში იყო ჩანიშნული, თუმცა გადაიდო ვიქტორ ორბანის მიერ მოსკოვში გამართული ე.წ. სამშვიდო მისიის გამო. ახლა კი, პრემიერ-მინისტრმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, უნგრეთში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის გამო ყველა საერთაშორისო ვალდებულება გააუქმა.

ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის კანონმდებლებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა პირისპირ ესაუბრონ ვიქტორ ორბანს, მის მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებების შესახებ, რომლებმაც ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. იგულისხმება ვიქტორ ორბანის განცხადება, რომ არალეგალურ მიგრანტებს უნგრეთ-სერბეთის საზღვრიდან ბრიუსელში ავტობუსებით გაგზავნის. ევროკავშირმა ეს მუქარა დაგმო და ბლოკის კანონმდებლობის აშკარა დარღვევად დაახასიათა.

ეს მუქარა ვიქტორ ორბანის პასუხია ევროპული სასამართლოს მიერ უნგრეთზე 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის დაკისრებაზე, რომლის გადახდაზეც ქვეყანა უარს აცხადებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend