მთავარიევროპაუკრაინარუსეთმა ხარკივში საცხოვრებელ კორპუსზე საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთმა ხარკივში საცხოვრებელ კორპუსზე საჰაერო იერიში მიიტანა

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 15 სექტემბერს ხარკივში რუსული საჰაერო იერიშების შედეგად ერთი მოქალაქე დაიღუპა. დაშავებულია 41 ადამიანი. რუსული იერიშის სამიზნე საცხოვრებელი სახლი იყო. ცეცხლი შენობის ოთხ სართულს მოედო. ადგილობრივების თქმით, შენობის ერთ-ერთი შესასვლელი დანგრეულია და 1500-ზე მეტი ფანჯრის მინაა ჩამსხვრეული.

ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. მაშველები მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებოდნენ. ადგილზე ჩავიდნენ ჰუმანიტარული ორგანიზაციები როგორც უკრაინიდან, ისე საზღვარგარეთიდან. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ნანგრევების ქვეშ დაშავებული ადამიანები არიან მოყოლილი.

რუსეთმა საცხოვრებელ სახლზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც უკრაინამ დასავლეთს მოუწოდა, სამხედრო სამიზნეების განადგურების მიზნით რუსეთის ტერიტორიაზე შორი დისტანციის რაკეტების გამოყენების უფლება მიეცათ. უკრაინის მხარის განცხადებით, ეს რუსეთის შეტევების შესასუსტებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend