EMMY AWARDS 2024

ლოს-ანჯელესში „ემის” დაჯილდოებაზე ყველაზე მეტ ნომინაციაში იაპონურ-ამერიკულმა ისტორიულმა დრამამ, სახელწოდებით „შიოგუნი“, გაიმარჯვა. სერიალმა ჯამში 18 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის, გახდა წლის საუკეთესო დრამატული სერიალი.

მთავარი როლების შემსრულებლებმა ჰიროიუკი სანადამ და ანა სავაიმ კი, გაიმარჯვეს საუკეთესო მსახიობი კაცისა და ქალის ნომინაციებში.

ემის ისტორიაში ისინი გახდნენ პირველი იაპონელები, რომლებმაც ამ კატეგორიაში პრიზი აიღეს.

სცენა ფილმიდან „შოიგუნი” Copyright Katie Yu/FX via AP

„ეს იყო საოცნებო პროექტი იმის შესახებ, თუ როგორი პატივისცემით ხვდება აღმოსავლეთი დასავლეთს. ფილმმა მასწავლა, რომ თუ ხალხი ერთი სულისკვეთებით მუშაობს რაღაცაზე, მათ საოცრებების გაკეთება შეუძლიათ“, – განაცხადა მსახიობმა ჰიროიუკი სანადამ.

კომედიურმა სერიალმა სახელწოდებით „ეშმაკობები“ ასევე მოიგო ემის რამდენიმე მთავარი ჯილდო.

11 ემის ჯილდო მოიგო კომედიურმა სერიალმა „დათვი“. ამავე ნამუშევრის მსახიობი ლიზა კოლონ-ზაიასი კი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის დაჯილდოვდა. ის გახდა პირველი ლათინოამერიკელი, რომელმაც ემის ჯილდო მიიღო.

„მოგიწოდებთ ყველა ლათინოამერიკელს, რომლებიც ახლა მიყურებთ, არ დაკარგოთ რწმენა და განაგრძეთ თქვენი უფლებების დაცვა“, – განაცხადა მსახიობმა ლიზა კოლონ-ზაიასმა.

6 ემის მფლობელი გახდა მინისერიალი „პატარა ირემი“.

პირველი ემი მოიპოვა ორგზის ოსკაროსანმა ჯოდი ფოსტერმა, რომელმაც მინისერიალში, სახელწოდებით „ნამდვილი დეტექტივი-ღამის ქვეყანა“, ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ემის პირველი დაჯილდოება 1949 წელს გაიმართა. ამის შემდეგ კი, ტრადიციულად ყოველ წელს ამერიკული სატელევიზიო პრემიის გადაცემის ცერემონია აშშ-ში იმართება.

წელს ცერემონიას მსახიობები, მამა-შვილი ეუჯინ და დენ ლევები უძღვებოდნენ. ისინი იყვნენ პირველი მამა-შვილი, ვინც ემის დაჯილდოებას მასპინძლობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend