მთავარისაქართველო„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გორში მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გორში მოსახლეობას შეხვდნენ

წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რეგიონული ღონისძიების ფარგლებში გორში იმყოფებოდნენ.

„ქართული ოცნების” ლიდერებმა მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს და აღნიშნეს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობა არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის აკეთებს.

მოქალაქეებს მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას ბოდიშის მოსახდელად იმისთვის, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend