მთავარიამერიკაკანადატორონტოს ფესტივალზე აღარ აჩვენებენ ფილმს „რუსები ომში”

ტორონტოს ფესტივალზე აღარ აჩვენებენ ფილმს „რუსები ომში”

ფილმში „რუსები ომში” გაუფილტრავად არის ნაჩვენები ომის სისასტიკე და თუ რისი გადატანა უწევთ ჯარისკაცებს საკუთარ თავზე. ისინი კამერასთან საუბრობენ შიშზე, სიკვდილზე, იმედსა და უიმედობაზე, რადგან მათ ირგვლივ საშინელი ომი მძვინვარებს.

ფილმის ტრეილერში ნაჩვენებია რუსი სამხედროები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი „თვალახვეულები” გაყარეს ფრონტის ხაზზე. რუსი სამხედროები ასევე ამბობენ, რომ ომში მიდიან, თუმცა არ ფიქრობენ, რომ სწორად იქცევიან.

„ფრონტის ხაზზე გვაგზავნიან, როგორც ბრმა კნუტებს”, – ამბობს ერთ-ერთი სამხედრო.

მიუხედავად ამისა, უკრაინაში მიაჩნიათ, რომ ფილმი პროპაგანდისტულია.

უკრაინის გენერალურმა კონსულმა ოლეჰ ნიკოლენკომ თქვა, რომ დოკუმენტური ფილმი იყო რუსული სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის „გათეთრების მცდელობა”.

უკრაინელმა დიპლომატებმა და აქტივისტებმა კანადაში ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალს მოუწოდეს, რომ დოკუმენტური ფილმის შემდგომი ჩვენება გააუქმონ, რადგან ეს ფილმი, მათი აზრით, „რუსულ პროპაგანდას“ ემსახურება.

თავად რეჟისორმა უარყო, რომ მისი დოკუმენტური ფილმი რუსული პროპაგანდაა. პირიქით, მისი თქმით, ის გადაიღეს რუსეთის მთავრობის ნებართვის გარეშე, რაც მას რუსეთში სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხის წინაშე აყენებს.

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ კანადისა და საფრანგეთის ერთობლივი პროდუქცია არის ომის საწინააღმდეგო ფილმი, რითაც ყველა მონაწილესა თუ ფილმზე მომუშავეს შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები შეექმნას. მე ცალსახად მჯერა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის გაუმართლებელი და უკანონო“, – თქვა ანასტასია ტროფიმოვამ წერილობით განცხადებაში.

ფილმი ასევე წარდგენილი იყო ვენეციის კინოფესტივალის არასაკონკურსო ფილმების სიაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend