რუსეთმა ქვეყნიდან 6 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა დივერსიული საქმიანობისა და ჯაშუშობის ბრალდების გამო.
კრემლის უსაფრთხოების სააგენტო FSB-მ განაცხადა, რომ ბრიტანელი დიპლომატები ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილნი, მათ აკრედიტაციები გაუუქმეს და ქვეყნიდან გააძევეს.
FSB-ს განცხადებით, მათ ხელთ ჩაუვარდათ დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ დიპლომატები რუსეთში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ვიზიტით გაგზავნა და მათი მთავარი ამოცანა ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება იყო.
დიპლომატები მას შემდეგ გააძევა ოფიციალურმა მოსკოვმა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიმ სტარმერი აშშ-ში ჩავიდა და ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებები აწარმოვა, რის საფუძველზეც უკრაინას შეეძლება, დასავლეთის მიერ მიწოდებული რაკეტები რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს. ასევე დიდი ბრიტანეთი და აშშ კიევს 1.35 მილიარდი ევროს ოდენობით დამატებით დახმარებას დაჰპირდნენ.