მთავარიაზიაისრაელიჯანმოს ინფორმაციით, ღაზიდან 97 მძიმედ დაჭრილი და დაავადებული პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა

ჯანმოს ინფორმაციით, ღაზიდან 97 მძიმედ დაჭრილი და დაავადებული პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა

ისრაელის ბოლოდროინდელ ავიაიერიშებს უკვე ათობით ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ისრაელმა 11 სექტემბერს იერიში მიიტანა გაეროს სკოლაზე, რომელიც თავშესაფრად გამოიყენებოდა. ღაზის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ადგილზე კიდევ ხუთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რამდენიმე დაჭრილი კი ღაზის ბაპტისტურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზიდან 97 მძიმედ დაჭრილი და დაავადებული პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა. პაციენტები ჯერ ისრაელში, შემდეგ კი აბუ-დაბიში გადაიყვანეს.

სიეტლში კი პატივი მიაგეს თურქული წარმომავლობის ამერიკელი აქტივისტის ხსოვნას. იგი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე საპროტესტო აქციის დროს მოკლეს. მომხდარი დაგმეს ამერიკელმა და თურქმა ოფიციალურმა პირებმა. როგორც ისრაელის სამხედროები აცხადებენ, მათი მიზანი არ ყოფილა აქტივისტის მკვლელობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend