სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს, 12 სექტემბერს, ქართველი პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართა.
პარიზის მე-17 პარალიმპიადაზე საქართველოს დელეგაციიდან 14 პარასპორტსმენი იმყოფებოდა და ისინი რეკორდული რაოდენობის, 9 მედლით, დაბრუნდნენ სამშობლოში – 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
პარასკევს, 13 სექტემბერს, პარალიმპიელებსა და ოლიმპიელებს საქართველოს პრეზიდენტი დააჯილდოებს, შეხვედრა 19 საათზე დაიწყება.