„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის კამპანიის ღონისძიება „კი ევროპას“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გვანცა გაზდელიანმა და გიორგი კუპატაძემ გახსნეს.
მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა. მათ განაცხადეს, რომ თბილისი ყოველთვის იდგა ცვლილებების ავანგარდში და ასე იქნება 26 ოქტომბერსაც, როცა ის „კიდევ ერთხელ იტყვის თავის ევროპულ სიტყვას”. მათ ასევე აღნიშნეს, რომ თბილისი დიდწილად განსაზღვრავდა არჩევნების ბედს და 26 ოქტომბერს ის კიდევ ერთხელ იქნება ევროპის დედაქალაქი.