მთავარისაქართველო„ლურჯი მოცვი”

„ლურჯი მოცვი”

ფილმში „ლურჯი მოცვი” მოთხრობილია მელაძეების ოჯახის ისტორია, რომელიც ზუგდიდში საოკუპაციო ხაზთან სულ რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობს. ოჯახი მომავლის იმედს მოცვის პლანტაციაზე ამყარებს. სოსო და ნინო თავდაუზოგავად შრომობენ, მუშაობაში შვილები, ლაზარე და გიორგიც, ეხმარებიან, თუმცა მათ სულ სხვა ოცნებები აქვთ. ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას, ბედნიერებას თუ სირთულეს მუდამ თან ახლავს ოცნება ახალი მომავლის შესაძლებლობაზე.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 19 მარტს კოპენჰაგენის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე შედგა, ხოლო 12 სექტემბერს მედიისთვის დახურული ჩვენება გაიმართა. მაყურებელს ელენე მიქაბერიძის საავტორო კინოსურათის ნახვა 22 და 23 სექტემბერს კინოთეატრ „ამირანში” შეეძლება.

„ლურჯი მოცვი”ასევე ნაჩვენები იყო ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე BRIFF, არლის ფოტო და კინოფესტივალზე Les Rencontres de la Photographie. 2024 წლის 18 ივლისს ფილმის რეგიონული პრემიერა ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, კინოსურათმა ფესტივალზე ჟიურის სპეციალური აღნიშვნა
დაიმსახურა.

„ლურჯ მოცვს” აჩვენებენ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალსა (27 სექტემბერი – 3 ოქტომბერი) და ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე (4-8 ოქტომბერი). ასევე ოქტომბერში დამოუკიდებელი ჩვენება გაიმართება ზუგდიდში.

„სითბოთი და დახვეწილი იუმორით გაჯერებული ფილმი ქართული ოჯახის წამოწყებაზეა, მოაშენონ მოცვის პლანტაცია იქ, სადაც ისტორიული კონფლიქტი ჯერ კიდევ მძვინვარებს“, – ასე აღწერენ ფილმს კოპენჰაგენის კინოფესტივალიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend