„ღამის სერენადები“

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი 20 სექტემბერს დაიხურება

20 სექტემბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პროგრამით „ვივალდი და მეგობრები“ დაიხურება ფესტივალი სახელწოდებით „ღამის სერენადები“.

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი 21 აგვისტოს დაიწყო და მის ფარგლებში სამ ქალაქში, ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში, ერთი თვის განმავლობაში მსმენელს შესაძლებლობა ექნება ჯამში შვიდ კონცერტს დაესწროს.

ფესტივალის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „ღამის სერენადების” დირექტორმა ნინა ცაგარელმა და ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ კუბერნატიმ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend