მთავარიამერიკააშშტრამპმა და ჰარისმა დებატებისას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია განიხილეს

ტრამპმა და ჰარისმა დებატებისას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია განიხილეს

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებმა ჩაატარეს პირველი და შესაძლოა ერთადერთი წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატები ABC News-ის პირდაპირ ეთერში. დებატები კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის არჩევნებამდე ორი თვით ადრე გაიმართა. კანდიდატებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები, მათ შორის იყო აბორტი, მიგრაცია, ბრალდება, რომელიც წაყენებულია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. კანდიდატებმა ასევე იმსჯელეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ და შეეხნენ ისრაელსა და უკრაინას.

„მე მინდა, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს, ადამიანები მინდა რომ გადავარჩინო. მილიონობით ადამიანი კვდება. მდგომარეობა უფრო ცუდია, ვიდრე ამას თქვენ აჩვენებთ. სიტუაცია ძალიან რთულდება და ეს გზა მხოლოდ მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს, ჩვენ მესამე მსოფლიო ომთან ვთამაშობთ და ამ დროს სად არის ჩვენი პრეზიდენტი? ძაღლივით გააგდეს წინასაარჩევნო კამპანიიდან, არც კი ვიცით ცოცხალი თუ არა”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

უკრაინის შესახებ ისაუბრა კამალა ჰარისმაც. როგორც მან აღნიშნა, დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი იყოს, პუტინი უკვე კიევში იქნებოდა.

„პუტინის პოლიტიკა არ არის მხოლოდ უკრაინის შესახებ, მინდა გაიაზროთ, თუ რატომ არიან ჩვენი ევროპელი და ნატოს წევრი მოკავშირე ქვეყნები ასეთი მადლიერები იმისთვის, რომ თქვენ აღარ ხართ პრეზიდენტი. ჩვენ გვესმის, რას ნიშნავს გქონდეს უდიდესი სამხედრო გაერთიანება, რაც მსოფლიო ისტორიაში ოდესმე არსებულა, რაც არის ნატო, და რა გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ზელენსკისა და უკრაინელების უნარი, იბრძოლონ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი იქნებოდა კიევში და მისი ყურადღება იქნებოდა მიმართული დანარჩენი ევროპის მიმართ, პოლონეთიდან დაწყებული. მიდით და უთხარით რვაასი ათასამდე პოლონელ ამერიკელს, აქ პენსილვანიაში, როგორ უცებ დანებდებოდით იმისთვის, რასაც თქვენ მეგობრობას უწოდებთ ცნობილ დიქტატორთან, რომელიც ცოცხლად შეგჭამდათ”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend