მთავარიკუბიტრამპი-ჰარისის პირველი დებატები

ტრამპი-ჰარისის პირველი დებატები

საპრეზიდენტო კანდიდატებს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარის, შორის დებატები რამდენიმე საათის წინ დასრულდა და სოციალური ქსელების აქტიური განხილვის თემა, რა თქმა უნდა, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებია. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირდაპირ ეთერში გამართულ დებატებს, როგორც წესი, დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთრივ საარჩევნო პროცესზე ამერიკის პოლიტიკის ისტორიაში. წინასწარი კვლევებით, კანდიდატების რეიტინგი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის და სწორედ ამიტომაც, დებატები შესაძლოა იყოს გადამწყვეტი, ვის დაუჭერენ მხარს ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკელი მოქალაქეები.

კანდიდატებმა განიხილეს სხვადასხვა თემა, რაც მნიშვნელოვანია ამერიკელებისთვის, მათ შორის აბორტი და მიგრაცია. დებატების დროს პირდაპირ ეთერში ხდებოდა იმ ფაქტების გადამოწმება, რომლებსაც აჟღერებდნენ კანდიდატები, მაგალითად, ტრამპმა მიგრაციაზე საუბრის დროს ახსენა ამბავი, რომელსაც ბოლო დღეებია, ნახევრად სერიოზულად ხუმრობის მიზნით განიხილავენ ამერიკელები. ეს ამბავი შეეხება მიგრანტებს შტატ ოჰაიოში, სადაც თითქოს მიგრანტებმა შეჭამეს ამერიკელების შინაური ცხოველები. წამყვანებმა გადაამოწმეს ეს პირდაპირ ეთერში, საკითხზე ისაუბრა სპრინგფილდის ადმინისტრაციულმა მენეჯერმა, ის აღნიშნავს, რომ ამ ამბავს არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი.

გადაამოწმეს კამალა ჰარისის ნათქვამიც. მაგალითად, კამალა ჰარისმა თქვა, რომ ტრამპმა როდესაც დატოვა ოფისი, დიდი დეპრესიის შემდეგ ამერიკის ისტორიაში უმუშევრობის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო. ამ მტკიცების დროს, კანდიდატმა არ გაითვალისწინა პანდემია. მართლაც, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, განსაკუთრებით დასაწყისში, უმუშევრობის სტატისტიკა 15%-ით გაიზარდა, თუმცა როდესაც ბაიდენი გახდა პრეზიდენტი, 2021 წლის დასაწყისში უკვე უმუშევრობის მაჩვენებელი ეცემოდა, სტატისტიკის მიხედვით, ტრამპის ოფისში ყოფნის დროს 6%-მდე შემცირდა უმუშევრობის სტატისტიკა.

CNN-ის ცნობით, დარეგისტრირებულ ამომრჩევლებს შორის, ვინც დებატებს მიადევნა თვალი, აზრები გაიყო კამალა ჰარისთან დაკავშირებით – 45%-მა აღნიშნა, რომ მის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, ხოლო 44%-მა ის უარყოფითად დაახასიათა. რაც შეეხება ტრამპს, მის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდა 39% ამომრჩევლისა, ხოლო უარყოფითს 51%, რაც CNN-ის შეფასებით, თითქმის იგივეა, რაც დებატებამდე არსებული მისი რეიტინგი.

ასევე CNN/SSRS-ის მყისიერი კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა უმეტესობამ, რომელმაც თვალი მიადევნა დებატებს, განაცხადა, რომ კამალა ჰარისმა გაიმარჯვა.

დებატებთან დაკავშირებით კომენტარი პლატფორმა იქსზე გააკეთა ამერიკის პრეზიდენტმა. მისი თქმით, კამალა ჰარისმა გაიმარჯვა ამ დებატებში. ჰარისს ღიად მხარი დაუჭირა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა, მან ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა.

ტრამპის მხარდამჭერების თქმით, დებატებში ტრამპმა გაიმარჯვა, თუმცა მათი ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავდა. მათი შეფასებით, დებატების მოდერატორები ტრამპის მიმართ უსამართლოები იყვნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend