რუსეთი და ჩინეთი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ერთობლივ სამხედრო საზღვაო წვრთნებს ატარებენ. წვრთნებში ჩართულია 90 000-ზე მეტი ჯარისკაცი, 400 სამხედრო გემი, წყალქვეშა ნავები და დამხმარე ხომალდები. რუსეთის ლიდერი აცხადებს, რომ წვრთნების მიზანია, შემოწმდეს რუსეთის საბრძოლო მზადყოფნა და გაძლიერდეს სამხედრო თანამშრომლობა მოკავშირეებთან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთთან ერთობლივი საზღვაო წვრთნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, წვრთნების მიზანია, შემოწმდეს რუსეთის საბრძოლო მზადყოფნა და გაძლიერდეს სამხედრო თანამშრომლობა მოკავშირეებთან. ამასთან, რუსეთის ლიდერი შეერთებულ შტატებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსის დარღვევაში ადანაშაულებს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები აქეზებს ქვეყნებს, გააძლიერონ შეიარაღება. მისი თქმით, აშშ უგულებელყოფს თავისი ევროპელი და აზიელი მოკავშირეების უსაფრთხოებას და ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საშიში კრიზისული სიტუაციის წინაპირობას ქმნის. ვლადიმერ პუტინმა დასძინა, რომ რუსეთი მზად უნდა იყოს სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის.
ბოლო 30 წელიწადში ეს იქნება ყველაზე მასშტაბური საზღვაო წვრთნები, რომლებიც ჩატარდება წყნარ და არქტიკის ოკეანეებში, ხმელთაშუა, კასპიისა და ბალტიის ზღვებში. წვრთნებში ჩართულია 90 000-ზე მეტი ჯარისკაცი, 400-ზე მეტი საზღვაო ხომალდი და 120 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.