მთავარისაქართველორეპეტიცია არჩევნებისთვის

რეპეტიცია არჩევნებისთვის

11 სექტემბერს იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა თბილისსა და რეგიონებში. 598 საარჩევნო უბანზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობის სპეციფიკას, ამომრჩევლების რეგისტრაციის განახლებულ პროცედურებს და თავად გაევლოთ ეს ეტაპები.

ეს ამომრჩევლისთვის ერთგვარი რეპეტიცია იყო 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის. იმიტირებული კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო და ამისთვის წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ იყო.

წელს ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა 90% ხმას ელექტრონულად მისცემს. ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის საკითხი, რაზეც წლების განმავლობაში საუბრობდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. უკვე ჩატარებულ საპარლამენტო თუ თვითმმართველობის არჩევნებზე, არაერთი სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობდა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უბნებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე წევრებით ვერ აკომპლექტებდა.

ცესკოში ამბობენ, რომ მზად არიან ისეთი შემთხვევებისთვისაც, თუკი კენჭისყრის ელექტრონული მოწყობილობები მწყობრიდან გამოვა ან ხარვეზი იქნება. მთაწმინდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ზირაქაშვილის განმარტებით, ყველა უბანს წინასწარ განსაზღვრული IT სპეციალისტი ეყოლება.

ხმის მიცემა ფარულია და არავის აქვს იმის შესაძლებლობა, დაადგინოს, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ვერავინ შეძლებს იმის გარკვევას, თუ რომელი კანდიდატის გასწვრივ გააფერადა სპეციალური რგოლი მოქალაქემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend