მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ Le Figaro-სთან

საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ Le Figaro-სთან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Le Figaro-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მზადაა მეორე ვადით გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს. ასევე განაცხადა, რომ თუ მის მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზადაა, იყოს მომლაპარაკებელი ევროპელ პარტნიორებთან.

„საქართველო ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს, ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით”, – სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო „ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა” და ამომრჩეველს აქვს არჩევანი ევროპულ მომავალსა და რუსეთის მსახურებაში დაბრუნებას შორის.

მისივე თქმით, 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ქვეყნის ევროინეტრაციის პროცესი პოლიტიკური გახდა და მას შემდეგ საქართველოს ყველა ხელისუფლება ევროპასთან დაახლოებაზე მუშაობდა.

„პარადოქსი ისაა, რომ საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროპასთან და ეს გარკვეული ძალების მიერ არჩეული მომენტია, რომ გაეწყვიტა ეს ჩვენი ღრმა მისწრაფება“, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტის განცხადებით, 2024 წლის პირველ ექვს თვეში ახალგაზრდების ქვეყნიდან წასვლის რაოდენობა შემცირდა.

„მათ იციან, რომ აქ უნდა იბრძოლონ, რათა საქართველომ ხელიდან არ გაუშვას თავისი ევროპული ბედი”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც და განაცხადა, რომ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის. გარდა ამისა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ დასუსტებულია და გამოკითხვის მიხედვით არჩევნებში 25%-ზე მეტს ვერ მიიღებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend