მთავარიევროპაგერმანიაგერმანია ექვსი თვით გაძლიერებულ სასაზღვრო კონტროლს აამოქმედებს

გერმანია ექვსი თვით გაძლიერებულ სასაზღვრო კონტროლს აამოქმედებს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანია ექვსი თვის განმავლობაში გააძლიერებს სასაზღვრო კონტროლს. მიზანი მიგრანტთა შემცირებაა. ამის შესახებ მთავრობამ ევროკავშირს უკვე მიაწოდა ინფორმაცია.

აქამდე გერმანიას ოთხ სასაზღვრო პუნქტზე ჰქონდა დაწესებული მკაცრი კონტროლი, ახლა კი ეს გავრცელდება ცხრავე პუნქტზე, კერძოდ, საფრანგეთის, ავსტრიის, პოლონეთის, ჰოლანდიის, ლუქსემბურგის, ბელგიის, ჩეხეთის, დანიისა და შვეიცარიის სახმელეთო საზღვრებზე.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

„სანამ ევროკავშირი თავშესაფრის მაძიებელთათვის და საზღვრების დასაცავად ახალ სისტემას შექმნის, ჩვენ გვესაჭიროება მკაცრი კონტროლი სახელმწიფო საზღვრებზე, ეს დაგვეხმარება მიგრანტების უკან გაბრუნებაში“, – აცხადებს მინისტრი ნენსი ფესერი.

ჩვეულებრივ, შენგენის ზონის წვერებისთვის ქვეყნებს შორის მოგზაურობა უფასოა და დამატებით დოკუმენტებს არ საჭიროებს. მიუხედავად ამისა, მთავრობებს აქვთ უფლება, შიდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზღვარზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი შემოიღონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend