ვენესუელის უსაფრთხოების სამსახურმა არგენტინის საელჩოს, რომელიც ექვს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იფარებს, ალყა შემოარტყა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.
ნიკოლას მადუროს განცხადებით, ისინი უახლოეს მომავალში აპირებენ, რომ დიპლომატებს იმუნიტეტი გაუუქმონ. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები საელჩოს შენობას ტერორისტული აქტების დასაგეგმად იყენებენ.
არგენტინა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც არჩევნებში მადუროს გამარჯვება არ ცნო. ამ ეტაპზე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია და ბუენოს-აირესის ინტერესებს კარაკასში ბრაზილია წარმოადგენს.
არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მადუროზე დაკავების ორდერის გასაცემად მიმართავს. მომხდარი უკვე დაგმეს ბრაზილიის, ჩილეს, პარაგვაისა და ურუგვაის ლიდერებმა.