მთავარისაქართველოოპოზიციაში აკრიტიკებენ მთავრობის ინიციატივას საგრანტო ფონდის შესახებ

ოპოზიციაში აკრიტიკებენ მთავრობის ინიციატივას საგრანტო ფონდის შესახებ

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მიერ შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით გამოაცხადებს საგრანტო კონკურსებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და ეს მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან იქნება მხარდაჭერა სამოქალაქო სექტორისთვის.

მისი თქმით, დაფინანსებას მიიღებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შესაბამისად იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდებიან.

მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტები ოპოზიციიდან აცხადებენ, რომ ეს არის აბსურდული და ლოგიკასთან შეუსაბამო ინიციატივა, რადგან მათივე თქმით, მთავრობა არა გამკრიტიკებელ, არამედ ლოიალურ ორგანიზაციებს დააფინანსებს და ეს იქნება სამოქალაქო სექტორის ერთგვარი მოსყიდვა.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით კი, სინამდვილეში ეს ფონდი და ეს შეთავაზება ერთგვარი დამხმარე საშუალება იქნება იმ რეპრესიული კანონის, რომლის მსგავსი რუსეთის ფედერაციაშია მიღებული და რისი წყალობითაც იქ ყველა დამოუკიდებელი და კრიტიკული ორგანიზაცია აღარ არსებობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend