მთავარიაზიაისრაელითელ-ავივში დემონსტრანტები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ

თელ-ავივში დემონსტრანტები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ

უკვე რამდენიმე დღეა, ისრაელში საპროტესტო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს. პროტესტის ახალი ტალღა თელ-ავივში მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში, ექვსი მძევლის ცხედარი იპოვეს.

მომიტინგეები ითხოვენ, გათავისუფლდნენ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლები.

აქციის მონაწილეებმა კოცონიც დაანთეს და სცადეს ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალის გადაკეტვა, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკება მოჰყვა და დააკავეს რამდენიმე მომიტინგეც.

საპროტესტო აქცია თელ-ავივში, 5 სექტემბერი, 2024 წელი Copyright Ohad Zwigenberg/AP Photo

გატაცებული მძევლების ოჯახები, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადანაშაულებენ „ჰამასთან“ შეთანხმების მიუღწევლობაში და მათთვის ძვირფასი ადამიანების სიკვდილში.

მძევლების ოჯახებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ფორუმმა გამოაქვეყნა განცხადებაც, სადაც წერია, რომ „ისრაელის მთავრობა პასუხისმგებელია იმ მძევლების ბედზე, რომლებიც 7 ოქტომბერს მიატოვეს და „ჰამასის” ტყვეობაში 334 დღეა იტანჯებიან“.

ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მზარდი ზეწოლის ქვეშ მყოფი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი თავს არიდებს შეთანხმების გაფორმებას „ჰამასთან”.

აქციის მონაწილეები დემონსტრაციების შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ გატაცებული მძევლები არ გათავისუფლდებიან და არ გაფორმდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend