CNN/SSRS-ის უახლესი კვლევის მიხვედით, რომელიც 4 სექტემბერს გამოქვეყნდა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საკვანძო შტატებში მცირედით, თუმცა მაინც უსწრებს მის კონკურენტს, დონალდ ტრამპს.
მთავარ შტატებში ეკონომიკისა და მიგრაციის საკითხებზე ამომრჩევლები უფრო მეტად „რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატს, დონალდ ტრამპს, ემხრობიან, თუმცა ჰარისი უსწრებს ტრამპს დემოკრატიის, აბორტისა და რეპროდუქციული უფლებების დაცვის საკითხებში.
კვლევის მიხედვით, ასეთ შტატებში ამომრჩეველთა 15 პროცენტი აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის მისცემენ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში. ამასთან, ამ შტატებში მცხოვრები ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ტრამპის შეხედულებები და პოლიტიკა ძალიან რადიკალურია.
როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენმა 21 ივლისს საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის, სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.