ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები აცხადებენ, რომ რუსეთის ჯაშუშად წოდებული ვეშაპი ჰვლადიმირი მოკლეს. მათი ცნობით, ვეშაპს სხეულზე ნატყვიარები ჰქონდა. მკვდარი თეთრი ვეშაპი ნორვეგიის წყლებში მკვდარი რამდენიმე დღის წინ ნახეს.
ვეშაპმა პოპულარობა 2019 წელს მოიპოვა, როდესაც ჩრდილოეთის ინგოიას კუნძულთან წყლებში აღმოაჩინეს გაურკვეველი საყელოთი, რამაც წარმოშვა ჭორები იმის შესახებ, რომ ის შეიძლება, კრემლის ჯაშუში ყოფილიყო.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა ნორვეგიის პოლიციაში საჩივარი შეიტანეს და სამართალდამცველებს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყება მოსთხოვეს. ვეშაპის სხეული ექსპერტიზაზეა გადატანილი და საბოლოო დასკვნა სამი კვირის განმავლობაში გასაჯაროვდება.