„ძიებაში”- ასე ჰქვია TEDxTbilisi-ის წლევანდელ ღონისძიებას, რომელიც 8 სექტემბერს იმართება და სცენას ახალგაზრდებს უთმობს. საზოგადოებისთვის ნაცნობი და ასევე უცნობი 25 წლამდე ასაკის სპიკერები საკუთარი დაკვირვებებისა და ძიების პროცესის შესახებ ისაუბრებენ და ღონისძიების სტუმრებს გამოცდილებას გაუზიარებენ.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში TEDxTbilisi-ის ორგანიზატორმა ნინო ჩხაბერიძემ და TEDxTbilisi Youth2024-ის სპიკერმა, კონდიტერმა სოფო ჩიქოვანმა ისაუბრეს.