რუსული ძალების მიერ ქალაქ პოლტავაზე თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ ლვივში რუსეთის სარაკეტო იერიშს სულ ცოტა 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანის. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდეა.
4 სექტემბერს უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ იწვის ავტომობილები და როგორ მუშაობს სამაშველო სამსახური, ჩანს არაერთი დაზიანებული შენობაც.
ქალაქი ლვივი დაახლოებით 60 კილომეტრითაა დაშორებული პოლონეთის საზღვარს, ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყანას, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია.
„დილის 8 საათის მონაცემებით 35-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სამედიცინო დახმარება. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის 5 ბავშვის. 3 ადამიანი დავკარგეთ, ერთ-ერთი მათგანი სამედიცინო მუშაკი იყო. ზარალი დიდია, დაზიანდა 50-ზე მეტი შენობა. მათი დიდი ნაწილი ქალაქის შუაგულშია, ეს ისტორიული მემკვიდრეობაა.
Russian missiles attacked the city of Lviv, western Ukraine overnight, says mayor @AndriySadovyi and Lviv regional administration head Maksym Kozytskyi. 2 people were killed, 19 injured, including 2 children aged 10 and 15; 15 adults hospitalized and 5 are in serious condition. pic.twitter.com/uYgosvPlxh
— Christopher Miller (@ChristopherJM) September 4, 2024
აშკარაა, რომ სულ მცირე ექვს ოჯახს მოუწევს გადასახლება. ასევე დღეს არ იმუშავებს ორი სკოლა, რადგან ძალიან ბევრი ფანჯარა ჩაიმსხვრა. დაზიანდა ორი სამედიცინო დაწესებულებაც. მუშაობენ სასწრაფო დახმარების მუშაკები და მშენებლები, მიმდინარეობს ნამსხვრევების დასუფთავება. რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა იქნება მომავალში, მაგრამ ყველა მუშაობს“, – განაცხადა ლვივის მერმა ანდრეი სადოვმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს ღამით რუსეთის სარეკეტო იერიშის შედეგად ასევე დაშავდა ხუთი მოქალაქე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მშობლიურ ქალაქში, კრივი რიჰში.
სარაკეტო თავდასხმა ლვივზე მოხდა მას შემდეგ, რაც პოლტავაში ორი ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად სამხედრო აკადემია და ახლომდებარე საავადმყოფო აფეთქდა. ამ აფეთქების დროს დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი და დაიჭრა 200-ზე მეტი.
ოფიციალური პირების განცხადების თანახმად, იერიშს პოლტავაში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თავდასხმას „ბარბაროსული” უწოდა.